საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები

"უმცირესობის“ განმარტება

ვინ არიან ეთნიკური/ეროვნული უმცირესობები?

ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე და დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავდებიან თავისი ტრადიციით, ადათ-წესებით, ენით, კულტურითა და რელიგიით. საქართველოც მულტიეთნიკურ ქვეყნად არის მიჩნეული.

როგორც ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოს  სიმდიდრეა.

აფხაზები, ოსები, ქურთები, რუსები, ბერძნები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, სომხები, თურქები, ჩინელები, არაბები, ბოშები - ეს იმ ეთნიკური ჯგუფის არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.

მსურს გადმოქცეთ, საქართველოში მაცხოვრებელი ეთნიკური ჯგუფების რაოდენობაზე.















ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს საქართველოში (6,6% ) აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, რომლებიც კომპაქტურად ქვემო ქართლში ცხოვრობენ.

საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მეორე დიდ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ სომხები (5,7%), ისინი ძირითადად კომპაქტურად არიან ჩასახლებულები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

შედარებით ნაკლები რაოდენობით არიან წარმოდგენილნი რუსები, ოსები, ბერძნები, ქისტები, ეზიდები.

რაც შეეხება რელიგიურ უმცირესობებს, მათი რაოდენობა ასე ნაწილდება – მუსულმანები – 9.9%, სომხური სამოციქულო  3.9% , რუსული მართლმადიდებლური 2.0% , რომაული კათოლიკური  0.8%  . 0.8% პროცენტი სხვა რელიგიის მიმდევარია, ხოლო 0.7% კი არც ერთ რელიგიას არ ემხრობა.

გამოყენებული ლიტერატურა:


ახლა კი გადავხედოთ ჩემს მიერ მომზადებულ ინტერვიუებს ეთნიკურ უმცირესობენთან:

1) 


აიდან იუსუბი არის 30 წლის და პროფესიით არის ჟურნალისტი. ასევე არის ერთერთი აზერბაიჯანულ ენოვანი საინფორმაციო გვერდის ადმინისტრატორი. რომელიც ჰქვია „Gundelik- Gurcustan“. ის ამბობს, რომ უფროსი თაობის წარმომადგენლები არ ფლობენ სახელმწიფო ენას. თუმცა, ახალგაზრდები საბედნიეროდ სწავლობენ , ფლობენ ქართულ ენას. საბოლოოდ, მან ილაპარაკა ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე და მათ მოგვარეობაზე.

2) 

 

სანან გაჯიევი დაიბადა გარდაბნის რაიონ სოფელ ყარაჯალაში. დაამთავრა იმავე სოფლის საჯარო სკოლა და 2007 წელს ჩააბარა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. უკვე 10 წელია რაც ცხოვრობს აშშ-ში. ამჟამად მასწავლებლად  მუშაობს ფლორიდის ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულაბაში. საბოლოოდ, ილაპაკა თავისი სამუშაო გამოცდილებებსა და წარმატებებზე.

3)


ედა გოჯაევა არის სოფელ სართიჭალიდან და 23 წლისაა. ამჟამად ცხოვრობს ქალაქ თბილისში. 2020 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იმავე წელს ჩააბარა მაგისტრატურაზე, სამართლის მიმართულებით. 2019 წელს ედა და მისმა მეგობრებმა დააფუძნეს ორგანიზაცია ჰიუგე. ამბობს , რომ აქამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონია ეთნიკური უმცირესობად.

4) 


ხალილ ნურიევი- დაიბადა საქართველოში 1980 წელს. სკოლა დამთავრებული აქვს საქართველოში, უმაღლესი განათლება კი,მიიღო ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის მიმართულებით. მაგრამ, შემდგომ გახდა წარმატებული ბიზნესმენი, მთელ საქართველოში. ამჟამად აქვს ორი განსხვავებული და გამორჩეული ბიზნესი საქართველოში.

უყვარს საქართველო და ეთნიკურ უმცირესობად ცხოვრება არც ისე რთულია მისთვის, რადგან მისი ნათქვამით, ქართველები ტოლერანტული ხალხია და საქართველოც დემოკრატიკული ქვეყანაა.


No comments:

Post a Comment

Prezi